Sunday 21 September 2014

მე-8 დღე

გავედით ბოლოსკენ..........მე-8 ტრენინგ დღეზე:

1.შევქმენი ფასილიტაციის დოკუმენტი.

2.შევავსე პროექტის გეგმა.

3.ვაწარმოე პროექტის მახასიათებლისა და პორტფოლიოს ჩეკლისტი.

4.ვისწავლე პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე.

ძალიან დავიღალე,მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.

me-7 ტრენინგ დღე

მეშვიდე ტრენინგ დღეზე ვისწავლე ლინკების გადატანა ბლოგზე.გავეცანი

განმავითრებელი შეფასების რუბრიკას და მიმდინარე შეფასების პრაქტიკას.ყოველი

ტრენინგ დღე ძალიან საინტერესოა.

Wednesday 17 September 2014

დღე 5

ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციაზე ,საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტზე,ვისწავლე URL მისამართების გადატანა.ყველაფერი ძალიან საინტერესოა.
ტრენინგის მე-6 დღე:

  1. საოფისე პროგრამებში ტექსტზე კომენტარის გაკეთება
  2.  შევქმენით მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა.
  3. ვისწავლეთ ლინკების გაკეთება ბლოგზე.
  4. ვიმუშავეთ პროექტის გეგმებში.

Monday 8 September 2014

ტრენინგის მე-4 დღე



          ტრენინგის მე-4 დღეს ვიმუშავეთ პროექტის  შეფასებებზე.ასევე გავაკეთეთ პოექტის გეგმის  პრეზენტაცია და  ავტვირთეთ ბლოგზე.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია.


მე-3 დღე

ტრენინგის მე-3 დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე...დოკუმენტების ფოსტაში შენახვაზე....დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები...



Tuesday 2 September 2014

ინტელის ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ პროექტისთვის ბროშურების დამზდება,ასევე  გავეცანით ბროშურებისა და ელექტრონული გაზეთების შაბლონებს...მიხარია,რომ ვისწავლე ისეთი რაღაც ,რასაც მეგონა ვერასოდეს შევძლებდი...თანაც ასე მარტივად...მადლობა ჩემს ტრენერს..

Monday 1 September 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.

თავდაპირველად გავეცანით ტრენინგის ელექტრონულ წიგნს.ვისწავლეთ ჩანართებისა და მონიშვნების გაკეთება.
 შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო.
ვიმუშავეთ ბლოგზე.(დიზაინის შეცვლა და ა.შ)
დავწერეთ ბლოგზე რეფლექსიები.

Tuesday 4 March 2014

პროექტის შედეგები(შობა-ახალი წელი)

< ჩატარებული პროექტის(შობა ახალი წელი) შედეგები: ჩემი აზრით, მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს წარმატებით მიაღწიეს.განსაკუთრებით მომეწონა მათი შეთანხმებული,გუნდური მუშაობა.მოძიებული მასალის დავალებასთან შესაბამისობა. მე ვთვლი რომ მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა განაპირობა წინასწარ ჩატარებულმა მინი–ლექციამ და მოსწავლეებისათვის დამოუკიდებლობის მიცემამ. ამ პროექტის ხელახლა ჩატარების შემთხვევაში გავზრდიდი მოსწავლეთა ჩართულობას.რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგ პროექტ– ღონისძიებაზე.

პროექტი:,,შობა -ახალი წელი საქართველოში".

< პ რ ო ე ქ ტ ი ,,შობა–ახალი წელი საქართველოში’’ 1)პროექტის იდეა(თემა):მოსწავლეები გაეცნობიან შობა– ახალი წლის ტრადიციებს ,მოიძიებენ მასალას სხვადასხვა კუთხეებზე,შექმნიან მუსიკალურად გაფორმებულ ,,სლაიდებს’’. 2)პრობლემის აქტუალობა:თანამედროვე საზოგადოებაში ნელ–ნელა დავიწყებას ეძლევა უნიკალური ქართული ტრადიციები.ეს, რა თქმა უნდა,საახალწლო ტრადიციებსაც ეხება.ალბათ, ბებია–ბაუების ხსოვნას თუ შემორჩა ძველი საშობაო რიტუალები.ცოტა აცნობიერებს მეკვლეობის მნიშვნელობას,ბევრს სანტა–კლაუსი ურჩევნია ქართველ თოვლის ბაბუას...დასანანია დავიწყებას მიეცეს ის ქართული ხალხური სიმღერები,რომლებიც საახალწლოდ სრულდებოდა.სწორედ ამ პრობლემების არსებობამ განსაზღვრა პროექტის აქტუალობა. 3)პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები:კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად.თითო ჯგუფს დავალებად მიეცემა მოიძიოს ინფორმაცია თავიანთთვის სასურველ კუთხეზე.(რა საახალწლო რიტუალებს ასრულებდნენ ჩვენი წინაპრები,რას ითვალისწინებდა საახალწლო სუფრა და ა.შ)გააფორმებენ სლაიდებს მოძიებული ფოტო და ვიდეო მასალით.შეასრულებენ შესაბამისი კუთხის სიმღერასა და ცეკვას.დაისწავლიან და პრეზენტაციაზე წარმოადგენენ მოძიებულ მასალას.ჯგუფის წევრებს სამუშაოს უნაწილებს ჯგუფის ხელმძღვანელი.პერიოდულად ვიკრიბებით და კონსულტაციას ვუწევ მათ . 4)პროექტის განხორციელების დრო:2 კვირა. 5.ასაკი:14–15 წელი. 6.საჭირო რასურსები:კომპიუტერი,პროექტორი,საჭ.სახელმძღვანელო. ფოტოაპარატი. 7)საგნობრივ ჯგუფებთან კონტაქტი:ისტ–ი,მუსიკა. 8)მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ–ჩვევები.ასევე შემოქმედებითი და სოციალური უნარები.გაეცნობიან ეთნოგრაფიულ მასალებს და შეადარებენ თანამედროვესთან,გააანალიზებენ და გადააფასებენ ძველსა და ახალს,რაც დაეხმარება ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში. 9)პასუხისმგებელი პირი:ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ირმა აბრამაშვილი.

პრეზენტაცია-,,ჩვენ მათ ვჭირდებით''

Sunday 2 March 2014

პროექტი-,,ჩვენ მათ ვჭირდებით"


პროექტის სახელწოდება
,,ჩვენ მათ ვჭირდებით“
პროექტის მთავარი იდეა(თემა)
მიუსაფარი ბავშვების თემა ჩვენი ქვეყნის მოუგვარებელი პრობლემაა ,ამიტომ ამ საკითხზე მეტი ზრუნვა და ფიქრია საჭირო.
პროექტის აქტუალობა:
მზრუნველობას მოკლებული ,მიუსაფარი ბავშვები თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საზრუნავია.ომმა და გაჭირვებამ ასეთ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.ნუგზარ შატაიძის მოთხრობამ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მოსწავლეებს დაანახვა თემის აქტუალობა,რამაც მოამწიფა იდეა პროექტის განსახორციელებლად.
პროეტის მიზნები:
დაფიქრდნენ  და განსაზღვრონ პრობლემა.გაითავისონ მიუსაფარი ბავშვების ბედი და განუვითარდეთ თანადგომისა და ემპათიის უნარი.
მონაწილეთა ასაკი:
12-13 წელი(მე-7კლასი)
ვადები,ხანგრძლივობა:
2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
განუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები.შეძლებენ  პრობლემის განსაზღვრასა და გადაჭრის გზების ძიებას.მოიძიებენ აუდიო ,ფოტო და ინტერნეტმასალებს.დაამზადებენ კედლის გაზეთსა. შექმნიან სლაიდებს პრეზენტაციისათვის.
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,სკოლის სახელმძღვანელო,ფორმატი,მარკერები,წებოვანი ქაღალდები.პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
ა)კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში აირჩევენ ლიდერს...ბ)პირველ ჯგუფს დაევალება ინტერნეტიდან მოიძიოს ვიდეო და ფოტომასალა .გ)მეორე ჯგუფი გაეცნობა და შეაგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს .დ)მესამე ჯგუფი გაეცნობა ლიტერატურულ,ისტორიულ და ჟურნალისტიკურ მასალებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შესახებ.დ)მეოთხე ჯგუფი ამ მასალებზე დაყრდნობით დაამზადებს კედლის გაზეთს....მასალების მოგროვების შემდეგ,შევქმნით სლაიდებს საპრეზენტაციო გაკვეთილისთვის. პრეზენტაციამდე ვნახავთ ფილმს,,გაღმა ნაპირი“.პრეზენტაციას მოყვება დისკუსია(მოწვეული გვეყოლება პარალელური კლასის მოსწავლეები და პედაგოგები),მოსწავლეებს დაევალებათ დაწერონ ,,თანადგომის ბარათები“,რომელსაც კედლის გაზეთთან ერთად სკოლის თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავენ.ორივე კლასის მოსწავლეებს დაევალებათ დაწერონ ესე,,ჩვენ და ისინი“
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ქართული,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-ირმა აბრამაშვილი.
ელ.პოსტა
Irma.abramashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


ბრბოს ფსიქოლოგია-პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა,,მარიტა("ბრბოს ფსიქოლოგია)


გაკვეთილის თემა
გ.ლეონიძის,,მარიტა’’(ბრბოს ფსიქოლოგია)
სწავლების საფეხური
საბაზო
კლასი
მე-9
მოსწავლეთა რაოდენობა
29
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
0
გაკვეთილის მიზანი
ა)შეძლონ ძირითადი პრობლემისა და იდეის გამოკვეთა.ბ)შეძლონ ავტორის მიზანდასახულობის განსაზღვრა.გ)განუვითარდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.დ)შეძლონ,როგორც ზეპირი,ისე წერილობითი მსჯელობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
IX.I(ისმენს,მსჯელობს აუდიტორიის წინაშე.)
IX.3(ამოიცნობს ენობრივ მახასიათებლებს.)
IX.10(წერილობით გადმოსცემს )მახასიათებლებს.)
IX.13(მიმათავს წერის სტრატეგიებს).
აქტივობა და დრო
აქტივობა 1-კლასის ორგანიზება(1წთ)
აქტივობა2-Aფაზა-(გამოწვევა)-ვუჩვენებ ეპიზოდს ფილმიდან,,ნატვრის ხე’’(ჩაქოლვის ეპიზოდი)4წთ).აქტივობა3-სიღრმისეული წვდომა)
წინარე ცოდნაზე დაყრდნობით (შესწავლილი აქვთ,,ეშმაკის ქვა“,სარჩობელაზედ“)იციან ლე-ბონის წერილი,,ბრბოს ფსიქოლოგია’’-დავსვამ შეკითხვებს.მაგ:1)რა განასხვავებს ბრბოს ადამიანისგან?2)ვის მხარეზეა სიმართლე?3)ახერხებს თუ არა ცალკეული პიროვნება დაუპირისპირდეს ბრბოს?(10წთ)
4აქტივობა-ვკითხულობთ(ხმამაღლა) მოთხრობის ბოლო ეპიზოდს-მარიტას დასჯა...და მოსწავლეებს ვთხოვ ყურადღება გაამახვილონ პერსონაჟთა მხატვრულ სახეებზე..(10წთ) 5აქტივობაCფაზა-რეფლექსია-მოსწავლეებს ვთხოვ წერილობით იმსჯელონ ციციკორეს მხატვრულ სახეზე(7წთ)6აქტივობა-რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ შესრულებულ დავალებას.(6წთ)
7 აქტივობა-საშინაო დავალება:ყურადღებას გავამახვილებთ მხატვრულ ხერხებსა და ლექსიკურ ერთეულებზე დაკვირვებას.მიეცემათ შესაბამისი დავალება(ტექსტზე დაყრდნობით)
შეფასება
ჰოლისტური მეთოდით.(იხ.დანართში)
რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,წიგნი,რვეული,კალამი