Sunday, 2 March 2014

პროექტი-,,ჩვენ მათ ვჭირდებით"


პროექტის სახელწოდება
,,ჩვენ მათ ვჭირდებით“
პროექტის მთავარი იდეა(თემა)
მიუსაფარი ბავშვების თემა ჩვენი ქვეყნის მოუგვარებელი პრობლემაა ,ამიტომ ამ საკითხზე მეტი ზრუნვა და ფიქრია საჭირო.
პროექტის აქტუალობა:
მზრუნველობას მოკლებული ,მიუსაფარი ბავშვები თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საზრუნავია.ომმა და გაჭირვებამ ასეთ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.ნუგზარ შატაიძის მოთხრობამ,,მოგზაურობა აფრიკაში“ მოსწავლეებს დაანახვა თემის აქტუალობა,რამაც მოამწიფა იდეა პროექტის განსახორციელებლად.
პროეტის მიზნები:
დაფიქრდნენ  და განსაზღვრონ პრობლემა.გაითავისონ მიუსაფარი ბავშვების ბედი და განუვითარდეთ თანადგომისა და ემპათიის უნარი.
მონაწილეთა ასაკი:
12-13 წელი(მე-7კლასი)
ვადები,ხანგრძლივობა:
2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
განუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები.შეძლებენ  პრობლემის განსაზღვრასა და გადაჭრის გზების ძიებას.მოიძიებენ აუდიო ,ფოტო და ინტერნეტმასალებს.დაამზადებენ კედლის გაზეთსა. შექმნიან სლაიდებს პრეზენტაციისათვის.
პროექტისატვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ფოტოაპარატი,სკოლის სახელმძღვანელო,ფორმატი,მარკერები,წებოვანი ქაღალდები.პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
ა)კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში აირჩევენ ლიდერს...ბ)პირველ ჯგუფს დაევალება ინტერნეტიდან მოიძიოს ვიდეო და ფოტომასალა .გ)მეორე ჯგუფი გაეცნობა და შეაგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს .დ)მესამე ჯგუფი გაეცნობა ლიტერატურულ,ისტორიულ და ჟურნალისტიკურ მასალებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შესახებ.დ)მეოთხე ჯგუფი ამ მასალებზე დაყრდნობით დაამზადებს კედლის გაზეთს....მასალების მოგროვების შემდეგ,შევქმნით სლაიდებს საპრეზენტაციო გაკვეთილისთვის. პრეზენტაციამდე ვნახავთ ფილმს,,გაღმა ნაპირი“.პრეზენტაციას მოყვება დისკუსია(მოწვეული გვეყოლება პარალელური კლასის მოსწავლეები და პედაგოგები),მოსწავლეებს დაევალებათ დაწერონ ,,თანადგომის ბარათები“,რომელსაც კედლის გაზეთთან ერთად სკოლის თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავენ.ორივე კლასის მოსწავლეებს დაევალებათ დაწერონ ესე,,ჩვენ და ისინი“
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ქართული,ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-ირმა აბრამაშვილი.
ელ.პოსტა
Irma.abramashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:


No comments:

Post a Comment